ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გურკელის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.
ახლახან, მე-6 კლასის მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემა - „კახეთი“ დიდი მონდომებით შეისწავლეს. შემდეგ კი, კახეთის ღისშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაცია მოამზადეს.
მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, დაახარისხეს და ცოდნა გაიღრმავეს.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ კლასში კახური სამზარეულოს მცირე პრეზენტაცია მოაწყვეს. ღონისძიებამ დიდი წარმატებით და ნაყოფიერად ჩაიარა.
იხილეთ ფოტოები: