მუხურის საჯარო სკოლაში თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლების, მკითხველთა და სპორტის მოყვარულთა კლუბების ხელმძღვანელთა არჩევნები გაიმართა
21-11-2024

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის საჯარო სკოლის მოსწავლეები დემოკრატიულ ფასეულობებზე იზრდებიან. 

20 სექტემბერს მუხურის საჯარო სკოლაში გაიმართა არჩევნები. მოწაფეებმა მოსწავლეთა თვითმმართველობის, სამოქალაქო განათლების, მკითხველთა და სპორტის მოყვარულთა კლუბების ლიდერები აირჩიეს. ხმათა უმრავლესობით გადაწყდა რომ ამ სასწავლო წელს:

  • მოსწავლეთა თვითმმართველობას გაუძღვება ანი ბარბაქაძე;
  • სამოქალაქო განათლების კლუბს უხელმძღვანელებს ლიზი ბარბაქაძე;
  • მკითხველთა კლუბს სათავეში ჩაუდგება ანი ბარბაქაძე;
  • სპორტის მოყვარულთა კლუბის ხელმძვანელი კი იოანე აბესაძე იქნება.

სკოლაში ახალარჩეული ხელმძღვანელები საქმიანობას უკვე აქტიურად შეუდგნენ და არაერთი საინტერესო ინიციატივის ხორცშესხმას გეგმავენ. სკოლაში კი მათ წარმატებას უსურვებენ. 

„ვიმედოვნებთ რომ ეს სასწავლო წელი ნაყოფიერი იქნება როგორც თითოეული კლუბის ლიდერისთვის, ისე, ყველა დანარჩენი მოსწავლისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

არჩევნები სკოლაში სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203