ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები უნივერსიტეტის რექტორის ლექციას დაესწრენ 
21-11-2024

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხენიშის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, ჩხენიშის საჯარო სკოლამ მონაწილეობა მიიღო ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ( KIU) პროექტში - „KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტი“. უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი ხუბუამ ჩაატარა ლექცია თემაზე - „რა არის სამართლიანობა?“. 

ლექციის შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს სასწავლო და საცხოვრებელი კამპუსები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნულმა პროექტმა დიდი დაინტერესება და მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებში და მადლობა უხდიან უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და სამტრედიის რესურსცენტრის ხელმძღვანელს თანადგომისთვის. 

„ჩვენი სკოლის სახელით მადლობას ვუხდით KIU-ს ადმინისტრაციას ასეთი პროექტისთვის. მადლობას ვუხდით სამტრედიის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ქალბატონ თინა ხარძიანს  მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203