ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლეებმა კუნგ-ფუში, საქართველოს თასის პირველობაზე დიდი წარმატებით იასპარეზეს 
20-11-2024

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო საზოგადოებას სიამაყის საფუძველს ხშირად აძლევენ. 

ამჯერად, პედაგოგ მირანდა სოფრომაძის სადამრიგებლო - VIII კლასის მოსწავლეებმა - ოთო სანიკიანმა და ალექსი მაჭავარიანმა შეჯიბრზე - „საქართველოს თასის პირველობა კუნგ-ფუში“ წარმატებით იასპარეზეს.

შეჯიბრებაზე ოთო სანიკიანმა პირველი ადგილი, ხოლო ალექსი მაჭავარიანმა მეორე ადგილი მოიპოვა. ისინი პირველობაზე მიღწეული წარმატებისთვის შესაბამისი ხარისხის მედლითა და დიპლომით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მწვრთნელი ოლეგ ფანჩულიძე გახლავთ.

„ვულოცავთ, სკოლის სახელით, ოთოს და ალექსის ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203