„მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია საერთო მიზნისკენ სვლა“-  ნინო მორგოშია, ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
20-11-2024

„სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს ერთობას საერთო ღირებულებების შერჩევისას და მრავალფეროვან მეთოდებს ამ ღირებულებების დასაცავად“,- ამბობს გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი - ნინო მორგოშია. 

ის წარმატებული, ღირსეული და განათლებული მომავალი თაობის აღზრდაზე აქტიურად ზრუნავს. დირექტორის კომპეტენტური აზრი კი, სასკოლო საზოგადოებისთვის ძალიან საინტერესოა. ამჯერად, ნინო მორგოშიამ სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- პოზიტიური სასკოლო გარემო, პირველ რიგში, ნიშნავს...

- სასკოლო თემისთვის უსაფრთხო და მამოტივირებელ გარემოს.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- საერთო მიზნის შერჩევა და ამ მიზნისკენ სვლა, ურთიერთპატივისცემითა და ემპათიით.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან...

- ვხედავ, რომ ისინი დღეს უკეთესები არიან ვიდრე იყვნენ გუშინ.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ერთობას საერთო ღირებულებების შერჩევისას და მრავალფეროვან მეთოდებს ამ ღირებულებების დასაცავად. მიზნის მისაღწევად არა ერთმანეთისთვის, არამედ ერთი მიმართულებით ყურებას.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მიზანი - სკოლა იყოს უკეთესი ხვალ, ვიდრე არის დღეს.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- ნაწარმოები სხვადასხვა ასაკში განსხვავებული ჟანრისა და სირთულისაა მკითხველისთვის, მაგრამ ყველა ასაკში ყველა მოსწავლეს რის წაკითხვასაც ვურჩევ არის სახალისო, ოცნებებზე აგებული, მას ცხოვრების აღქმას რომ გაუმარტივებს ისეთი ნაწარმოებები. რადგან ცხოვრება თვითონ არის ერთი რთული სათავგადასავლო ნაწარმოები, რომელიც უამრავი გამოწვევის წინაშე გაყენებს და ნაკლებად გიტოვებს დროს იყო შენი საყვარელი მეოცნებე და მხიარული გმირის პროტოტიპი.

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- იყო პატრიოტული თემატიკის ღონისძიებები.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203