ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
ამჯერად, იქ, სკოლის დირექტორის - გაიანე კარახანიანის ორგანიზებით, მეორე და მეოთხე კლასის მოსწავლეებმა „ოქროსფერი შემოდგომისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ისინი სასკოლო საზოგადოების წინაშე შემოდგომის თემატიკასთან დაკავშირებული აქტივობებით წარსდგნენ და მაყურებელს მხიარული სანახაობა შესთავაზეს.
აღსანიშნავია, რომ საზეიმო განწყობას შესაბამისად მორთული გარემო კიდევ უფრო ამაღლებდა. ადგილზე იყო შემოდგომის ნობათი, ფერადი ფოთლები და სხვადასხვა დეკორაცია.
იხილეთ ფოტო: