სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმო გარემოში დაიწყეს.
პედაგოგმა - ნატო გეგეშიძემ ეს დღე მოსწავლეთათვის დღესასწაულად აქცია.
„სკოლის პირველი კლასის დამრიგებელმა - ნატო გეგეშიძემ თავის მოსწავლეებთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობითა და ინტერესით შემოაბრძანეს თავიანთ ცხოვრებაში ანბანი“, - გვიყვებიან სკოლაში.
მოსწავლეებმა პირველი ასო-ბგერები დიდი მონდომებით მოხაზეს. მათ ასევე, პედაგოგმა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები შესთავაზა, რომლებშიც ბავშვები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.
„აი ია“ - ეს ჯადოსნური სიტყვები მე-19 საუკუნის დიდმა ქართველმა მწერალმა - გვიანდერძა და დღესაც გული სიამაყით გვევსება, როცა ხელში ვიღებთ უკვდავ „დედაენას“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: