სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბაკევის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში, დაჯილდოვდნენ.
მოსწავლეებს - საბა ნინუას და ლუკა გაბელაიას საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოება საზეიმოდ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი ლექსანდრე წულაძე, ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი გივი ჭიჭინაძე და სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბახტაძე, რომელთაც მოსწავლეებს ულევი წარმატება უსურვეს.
სკოლა მოსწავლეებით ამაყობს და მათ წარმატებებს უსურვებს.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.