ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლაში ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, ღვაწლსა და დამსახურებაზე ქვეყნის წინაშე.
ბავშვებმა ასევე, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს მისი ბიოგრაფია და თვალსაჩინოებისთვის გააკეთეს პლაკატები თემით - „მამული ენა სარწმუნოება“.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: