რუსთავის N20 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-4 ბ კლასში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სახელწოდებით, „წიწამურიდან საგურამომდე...“ ჩატარდა.
„ღონისძიების მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაგვეხსენებინა ილია ჭავჭავაძე, მისი ცხოვრება და შემოქმედება“, - გვიყვებიან სკოლაში.
მეოთხეკლასელებმა მწერლის ღვაწლი აღნიშნეს და მისი შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს. ბავშვებმა აღნიშნულ დღეს ცოდნა და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ეს დღე განსაკუთრებული და დაუვიწყარი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: