სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლაში ნუგზარ ჯამბურიას გარდაცვალებას გლოვობენ.
სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი საკრებულოს თავმჯდომარის და ამავე სკოლის ამაგდარი პედაგოგის, 1995-2007 წლებში სკოლის ხელმძღვანელის, მრავალი თაობის აღმზრდელი, ერუდირებული, სანდომიანი, კეთილსინდისიერი, უსპეტაკესი პიროვნების - ნუგზარ ჯამბურიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„მან წარუშლელი კვალი დატოვა თითოეული ჩვენგანის გულში. თანავუგრძნობთ მის მეუღლეს, ოჯახის ახლობლებს, ღირსეული პიროვნების გარდაცვალების გამო“,- ამბობენ სკოლაში.
etaloni.ge-ს შემოქმედებითი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს სკოლასა და ოჯახს.
იხილეთ ფოტო: