ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რცხმელურის საჯარო სკოლაში ნიჭიერი და მოტივირებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც სხვადასხვა აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ინტელექტუალური თამაში - „ტვინების ბრძოლა“ გაიმართა. თამაში ორ ეტაპად ჩატარდა. თავდაპირველად, მე-3, მე-4 და მე-5 კლასებში. შემდეგ კი, საბაზო და საშუალო საფეხურზე შერეულ ჯგუფში.
მოსწავლეები მის მიმდინარეობაში ინტერესით და ხალისით ჩაერთვნენ. მათ კითხვებს წარმატებით უპასუხეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.
იხილეთ ფოტოები: