სამტრედიის N12 საჯარო სკოლაში აქტიური მოქალაქეები იზრდებიან, რომელთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე პედაგოგები ზრუნავენ.
ახლახან, სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - სოფიო კირთაძის ინიციატივით, მე-8 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ქალაქ ზუგდიდში მდებარე - ორგანიზაცია „ათინათსა“ და რეწვის ცენტრ „სტუდია მოზაიკას“.
სასწავლო ვიზიტის თემა იყო სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების არსებობა.
სიახლეებით დატვირთული დღე აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვისაც.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღმაფრთოვანებელი იყო თანამედროვე ტექნოლოგიური განვითარების ფონზე დადიანების სასახლის მონახულება და დროითი გარდასახვა.
მოსწავლეებისთვის სასწავლო დანიშნულების გასვლითი ღონისძიება მეტად ინფორამციული, შემეცნებითი და შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: