ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ინტელექტუალურ კონკურსსა და აქტივობაში დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი „მელეური“, ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლის“ საქალაქო ტურში წარმატებით მონაწილეობდა.
გუნდის წევრები იყვნენ მოსწავლეები: ქრისტინე რატიანი, ლელი ავალიანი, ნიკოლოზ ონიანი, მარიამ ბაკურაძე და ნანუნა ავალიანი. ბავშვებმა შესანიშნავად იასპარეზეს და დამსახურებულად აიღეს მეორე ადგილი.
სკოლა ულოცავს ნიჭიერ მოსწავლეებს გამარჯვებას და წარმატებებით სავსე მომავალს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: