ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აგანის საჯარო სკოლაში დიდი ჟრიამული იყო.
იქ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯრებული საშემოდგომო ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში თითოეული მონაწილე მონდომებით ჩაერთო.
საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა თემატური ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი ნომრები გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას შესაბამისად - ფერადი ფოთლებითა და შემოდგომის ნობათით მორთული გარემო კიდევ უფრო ალამაზებდა.
იხილეთ ფოტოები: