სამტრედიის N7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე ღონისძიებით აღნიშნეს 
20-11-2024

სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. 

ამჯერად, იქ „პოეტების მეფის“ - გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნა. თარიღთან დაკავშირებით, აქტივობა პედაგოგ ე.სტურუას სადამრიგებლო მე-4 კლასის მოსწავლეებმა გამართეს. 

მათ გალაკტიონ ტაბიძის ლექსები წაიკითხეს, სამსახიობო ოსტატობა გამოავლინეს, ცოდნა გაიღრმავეს და ინფორმაცია ერთმენეთს გაუზიარეს. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა შემოქმედებითი სანახაობაც გამართეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შოთა ნიშნიანიძის ლექსი - „ლეგენდა“ (გალაკტიონს) წაიკითხეს:

„თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: - როგორ დავბადოთ

კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც,

რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ,

ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც.

პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი:

დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი.

წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს,

ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც.

ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა

და შავი სიტყვა განუცხადა ცათა ბინადართ:

სასჯელი გინდათ? მაშინ დიდი კაცი დავბადოთ,

სახელ-დიდებით შესწვდებოდეს ცათა კაბადონს,

ოღონდ დავბადოთ სულთა მედროშედ,

დავბადოთ მგოსნად

და უთუოდ -

საქართველოში...

იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი,

თურმე იმ ღამეს დაიბადა გალაკტიონი“. 

იხილეთ ვიდეოები:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203