„ცხოვრების ჯანსაღი წესი“- ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლაში პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
20-11-2024

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის დონის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებლის - თინა კაკალაძის ხელმძღვანელობით, პროექტის - „ცხოვრების ჯანსაღი წესის“ პრეზენტაცია გაიმართა. 

მე-11 კლასის მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტის დახმარებით პოსტერები შექმნეს და საკითხის მნიშვნელობაზე, პროექტის გამოწვევებსა და სარგებელზე ისაუბრეს. 

„პროექტზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში სამოქალაქო თვითშეგნების უკეთ ჩამოყალიბებასა და საკუთარი ინიციატივების გაცნობიერებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203