სამტრედიის N7 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ფერადი და შთამბეჭდავი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა სოფელში“ გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: შორენა შაორშაძე და მარინა გოგიშვილი.
ღონისძიებაზე, პირველკლასელებმა იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
მათ წაიკითხეს ლექსი:
„რა კარგია შემოდგომა,
ფერადი და ხვავით სავსე,
ქარი ქუჩებს და ეზოებს,
ოქროსფერი ფოთლით ავსებს“.
ეს დღე ბავშვებისთვის ძალიან სახალისო და დასამახსოვრებელი იყო.
„პირველკლასელების ფერადი და ლამაზი დღე შორენა მასწავლებელთან ერთად“, - ასე აფასებენ ღონისძიებას სკოლაში.
შემოდგომას ასევე გამორჩეული ღონისძიება მე-2 კლასის მოსწავლეებმა მიუძღვნეს.
„ტკბილი, ფერადი და გემრიელი შემოდგომა“, - ასე უწოდებენ მათ შემოქმედებით ზეიმს სკოლაში.
მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმადგინეს საქართველოს კუთხეები. თითოეული კუთხის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და სასკოლო საზოგადოებას გააცნეს.
ღონისძიების ხელმძღვანელი მასწავლებელი ეკა ლორია გახდლათ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: