სამტრედიის N7 საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ესკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, პროექტის - „ჩვენი რეგიონი“ ფარგლებში, VIII-X კლასის მოსწავლეები ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი და მისი შემოგარენის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა დაათვალიერეს.
მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე ხელოვნების მასწავლებლის ლ.ვაჩეიშვილიას, VIII კლასის ხელმძღვანელ ლ.რუსიასა და X კლასის დამრიგებელ ნ.ნიკოლეიშვილის ხელმძღვანელობით იმყოფებოდნენ.
ექსკურსია მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი აღმოჩნდა, ბავშვები სკოლაში ახალი ცოდნით, ინფორმაციითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
იხილეთ ფოტოები: