ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ დედალაურის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საინტერესო ინიციატივებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
მათ შორის, საინტერესო იყო ინტეგრირებული პროექტი - „შემოდგომა ჩემს სოფელში“.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში პროექტის პრეზენტაცია, დაწყებითი საფეხურის კათედრის წევრებმა (ნანი სუპატაშვილი, ირინა ბობოხიძე, ია სულუხია, ნანა იმედაძე), მუსიკის მასწავლებელმა (ლია ჭოლოკავამ), I-V კლასის მოსწავლეებმა, მათმა დამრიგებლებმა (მარიამი კეთილაძემ და მარინე გრიგალავამ) და მშობლებმა წარადგინეს.
შემოდგომის დღესასწაული მიულოცა სკოლის დირექტორმა გულიკო ფირცხალავამ პროექტის მონაწილეებს.
აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, არაერთი საინტერესო აქტივობა ჩატარდა:
კონკურსში გამარჯვებული კლასები და მათი დამრიგებლები სკოლის დირექტორმა - გულიკო ფირცხალავამ დააჯილდოვა სიგელებით.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას. იწვევს დიდ ინტერესს და ზრდის მოტივაციას მომავალი პროექტებისთვის.
იხილეთ ფოტოები: