ჩუნჩხის საჯარო სკოლის მოსწავლე ხატია გელაძე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პორტაბელური კომპიუტერით დასაჩუქრდა
21-11-2024

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე ხატია გელაძე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.

მას, საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.

მოსწავლეს სკოლის დირექტორმა - ემზარ პაპიძემ და ახალქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა - ტერეზა ჩივჩიანმა ეს წარმატება მიულოცეს, მას ასევე, წინსვლა უსურვეს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203