ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით აქტიურად ეხმიანებიან მნიშვნელლოვან და საერთაშორისო თარიღებს, ცნობიერების ამაღლების მიზნით კი შემეცნებით აქტივობებს მართავენ.
ამჯერად, მოსწავლეებმა, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს, შემეცნებით და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობდნენ, რომელსაც პედაგოგი ტათევიკ მელქონიანი ხელმძღვანელობდა.
აღსანიშნავია, რომ გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.
საერთაშორისო კამპანიას მოსწავლეებიც დიდი შემართებით შეუერთდნენ, ტოლერანტობის არსზე ისაუბრეს, მისი მნიშვნელობა განსაზღვრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტოლერანტული საზოგადოების ფორმირება.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: