წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგების ხელმძღვანელობით საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები იმართება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეები ხელოვნების მასწავლებელ მარიზა კუხიანიძის ხელმძღვანელობით, ქუთაისის დ. კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა ინტერესით დაათვალიერეს გალერეაში დაცული ნამუშევრები, გაეცნენ თითოეულის შექმნის ისტორიას, დავით კაკაბაძის შემოქმედებასა და მის მხატვრულ სტილს.
მოსწავლეებისთვის გასვლითი ღონისძიება ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: