ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის პოპულარიზაციასა და მოსწავლეების წახალისებას აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა ღონისძიებაში და შესაძლებლობები წარმოაჩინონ.
ნოემბერში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფრენბურთში ჩატარდა სასკოლო სპორტული ოლიმპიადა, რომელშიც მონაწილეობდნენ ქ. ჭიათურის საჯარო სკოლები, მათ შორის სოფელ კაცხის საჯარო სკოლის ვაჟთა 6 კაციანი გუნდი საბაზო და საშუალო საფეხურიდან.
აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დიდი კონკურენციისა კაცხის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა დაიკავა მე-3 ადგილი.
მოსწავლები დაჯილდოვდნენ და გადაეცათ სიგელები.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, სპორტის ეს სახეობა პოპულარულია კაცხის სკოლაში და მოსწავლეებიც დიდ ინტერესს იჩენენ მის მიმართ.
კაცხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნორა ბუცხრიკიძემ და სპორტის პედაგოგმა ვალერი სარალიძემ ბავშვებს მიულოცეს მიღწეული შედეგი და უსურვეს კიდევ ბევრი წარმატება.
იხილეთ ფოტოები: