ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები დემოკრატიულ გარემოში, წესების სრული დაცვით გაიმართა.
არჩევნები, მოსწავლეებმა სამოქალოს მასწავლებლის - ამირან მელაძის დახმარებით ჩაატარეს.
სკოლაში შეიქმნა საარჩევნო გარემო, საარჩევნო უბანი, საარჩევნო ყუთი და მშვიდ გარემოში, მოსწავლეებმა თავიანთი არჩევანი გააკეთეს.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მასწავლებლებს დახმარებისათვის და ორგანიზატორ მოსწავლეებს: ანუკი ვანაძეს, რომან ართმელაძესა და ამირან მელაძეს.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: