ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
ახლახან, მე-2 კლასში ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობა - „როგორ იყიდა ულემ ელვა“ შეისწავლეს. მოთხრობით შთაგონებულმა მე-2 კლასელმა ილუსტრაცია შექმნა.
მოსწავლემ, ნასწავლი მასალა წარმოსახვით, ფერადი ფანქრებით ფურცელზე გადაიტანა და თავისი ნამუშევრის პრეზენტაციაც გამართა.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მოსწავლეებისთვის ისეთი აქტივობების შეთავაზებას, რაც მათი შემოქმედობითობისა და კრეატიულობის წახალისებისკენ იქნება მიმართული.
იხილეთ ვიდეო: