გორელოვკის N3 სკოლის მოსწავლეებმა ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები საინტერესო კომპლექსური დაველებით შეისწავლეს
25-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

შემოქმედებითი ხასიათის დავალებები მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ამას მე-3 კლასელთა შესრულებული დავალებაც მოწმობს, რომელიც მოსწავლეებისთვის მეტად სახალისო და საინტერესო აღმოჩნდა. ბავშვებმა მართკუთხედის ფორმის ფურცლისგან კუბი შექმნეს.

კომპლექსური დავალების ფარგლებში ბრტყელი გეომეტრიული ფიგურები შეისწავლეს. 

„დავალება იყო სახალისო, რამაც განაპირობა თემის მარტივად და ხალისიანად შესწავლა“,- გვეუბნება ხელმძღვანელი პედაგოგი და ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203