„საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების მინისტრი ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების“ (დანართი №1) 77-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე. გადაწყვეტილებასთან ერთად ცენტრის ვებგვერდზე ქვეყნდება საბჭოს სხდომის ოქმი და ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა“.