ნოქალაქევის საჯარო სკოლაში პოეტების უგვირგვინო მეფის დაბადებიდან 133-ე წლისთავს შთამბეჭდავი გაკვეთილი მიეძღვნა
21-11-2024

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „პოეტების მეფის“ დაბადების დღე აღნიშნეს. 

19  ნოემბერს, გალაკტიონის მიერ შთამბეჭდავად წაკითხული „მთაწმინდის  მთვარით“ დაიწყო ქართული ლიტერატურის გაკვეთილი ნოქალაქევის საჯარო სკოლის მეშვიდე კლასში.

გაკვეთილი საქართველოს პოეტების უგვირგვინო მეფის  დაბადებიდან  133-ე  წლისთავს მიეძღვნა და მას მასწავლებელი შორენა კიკაბიძე ხელმძღვანელობდა.

მოსწავლეებმა გააცოცხლეს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, გამომეტყველებით წაიკითხეს პოეტის ლექსები, ერთად ნახეს ფრაგმენტები დოკუმენტური ფილმიდან „საუკუნის პორტრეტები“.

გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია და სკოლის პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203