გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შთამბეჭდავი ექსკურსია და საქართველოს ულამაზესი კუთხეების აღმოჩენის დიდებული შესაძლებლობა
21-11-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნების მრავალფეროვან გზებს სთავაზობენ, მათ შორის ხშირად მიმართავენ ექსკურსიებს, როგორც სასწავლო მეთოდს.

9-10 ნოემბერს, გუმბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მრავალფეროვანი ექსკურსია მოაწყეს, მოიარეს: საგურამოში ილიას სახლ-მუზეუმი, სვეტიცხოველი, შემდეგ კი გეზი დასავლეთ საქართველოსკენ აიღეს, სადაც მოინახულეს  გელათის სამონასტრო კომპლექსი, პრომეთეს მღვიმის საოცნებო გარემო და ექსკურსია მარტვილის კანიონის ულამაზესი პეიზაჟებით დასრულეს. 

მოსწავლეებისთვის ექსკურსია მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა. 

„ეს იყო არა მარტო სასწავლო ექსკურსია, არამედ საქართველოს ულამაზესი კუთხეების აღმოჩენის დიდებული შესაძლებლობა! ჩვენი მოსწავლეები აღფრთოვანებულები დაბრუნდნენ - სავსე შთაბეჭდილებებით, ცოდნით და მშობლიური ქვეყნის სიყვარულით!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203