მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლა დიდი სიამაყით გვაცნობს მოსწავლეს, ქეთი ხარაზიშვილს, რომელმაც რიგის ევროპის ბრინჯაოს თასის პრიზიორობა დაიმახურა.
აღსანიშნავია, რომ ქეთი ლატვიაში, დედაქალ რიგაში გაემგზავრა, სადაც მონაწილეობდა რიგის ევროპის თასზე, უმცროს კადეტთა შორის. დიდი კონკურენციის მიუხედავად, ქეთიმ წარმატებით იასპარეზა სხვადსხვა ქვეყნის კადეტთა წინააღმდეგ.
როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის ეს შეჯიბრი იყო უმნიშვნელოვანესი და გამოთქვამს იმედს, რომ კიდევ ბევრჯერ ექნება შესაძლებლობა წარსდგეს ფართო ასპარეზზე.
მშობლიური სკოლა ულოცავს ქეთის ამ დიდ წარმატებას და უსურვებს მომავალშიც მრავალ გამარჯვებას.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში ქეთის საზეიმოდ შეეგებნენ, მიულოცეს ეს წარმატება და წინსვლა უსურვეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ -მართა ცარციძემ კი, გამარჯვებულთან პატარა ინტერვიუც ჩაწერა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: