ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო ინიციატივა და საზეიმოდ გახსნილი ქართული ენის კაბინეტი 
21-11-2024

ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქართული ენის კაბინეტის გახსნას მიეძღვნა. 

ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთული ღონისძიება 19 ნოემბერს ჩატარდა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი დაფინანსდა ამერიკის საელჩოს - „თემის ელჩების“, პროექტის ფარგლებში.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობდნენ ახალციხისა და ახალქალაქის ოთხი საჯარო სკოლის მე-10, მე-11 და მე-12 კლასელები. ახალქალაქის N3 საჯარო სკოლა კი ამაყია გვაცნობოს, რომ სწორედ ამ სკოლის მეთორმეტეკლასელების მიერ წარმოდგენილმა ინიციატივამ გაიმარჯვა. 

პროექტს უძღვებოდა ახალქალაქის ამერიკული თაროს კოორდინატორი ლეილა ავაქიანი.

კაბინეტი ემსახურება ქართული ენის პოპულარიზაციას თემში და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლებას.

„აქ დაგხვდებათ პოზიტიური გარემო უამრავი სახალისო და კოგნიტური რესურსით, რაც ქართული ენის შესწავლას უფრო სახალისოს და საინტერესოს ხდის“, - აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ შეიქმნა სივრცე სადაც დროის სასიამოვნოდ და შემეცნებითად გატარება იქნება შესაძლებელი. 

აღსანიშნავია, რომ კაბინეტს უძღვებიან ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებლები: მანანა ნათენაძე და ნანა კარაპეტიანი.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203