თბილისის N28 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები მათ წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ, ამიტომ ახარებთ, რომ სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული ლიტერატურა შეემატა.
სკოლას ქართველი რომანისტი, პოეტი და ესეისტი გიორგი კეკელიძე ესტუმრა.
სტუმარმა სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.
გიორგი კეკელიძის საჩუქარმა ბავშვები გაახარა და მათ კითხვის მოტივაცია კიდევ უფრო აუმაღლა.
იხილეთ ფოტოები: