თბილისის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესს პროფესიონალი პედაგოგები საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით ამრავლფეროვნებენ და მოსწავლეებს შემეცნებით და სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ.
20 ნოემბერს კი, მე-5 კლასში ჩატარდა შემაჯამებელი - ღია გაკვეთილი ბუნებაში, თემაზე - „გარემოსთან შეგუება“.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს პედაგოგი ლიანა ქსოვრელი ხელმძღვანელობდა.
მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ, ერთვებოდნენ აქტივობებში, მსჯელობდნენ თემის ირგვლივ და თამამად გამოხატავდნენ თავიანთ აზრს.
გაკვეთილი ინფორმაციული, შემეცნებითი და სანტერესო იყო მოსწავლეებისთვის. პროცესი კი ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
იხილეთ ფოტოები: