მარნეულის N6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობის გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკაში სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნანა ჩუბინიძის ხელმძღვანელობით, შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების ფარგლებში, მათ საინტერესო და დასამახსოვრებელი მინი პერფორმანსი მოაწყვეს. ბავშვებმა ასევე, როგორც გვიყვებიან, ვეფხისტყაოსანი წაიკითხეს ქართულ და სხვა ენებზე.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.
იხილეთ ფოტოები: