რუსთავის N20 საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში.
18 ნოემბერს, რუსთავის „მედიათეკაში“, მე-5ა კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი მასტერკლასი კალიგრაფიაში.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მომხსენებელმა რუსუდან ხორბალაძემ გააცნო მოსწავლეებს კალიგრამის არსი და საიდუმლოებები, მისივე დახმარებით მოსწავლეებმა შექმნეს ულამაზესი ნამუშევრები, რომლებიც თბილ მოგონებად დარჩებათ.
სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან მშობლებს თანამშრომლობისა და გვერდში დგომისთვის.
„დიდი მადლობა მე-5ა კლასის მოსწავლეების მშობლებს, რომლებიც თავისი კეთილგანწყობითა და ერთგულებით გვეხმარებიან ჩვენი მოსწავლეების სასკოლო ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: