ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლის I-VI კლასების მოსწავლეთა მონაწილეობით მრავალფეროვანი ღონისძიება „ოქროსფერი შემოდგომა“ ჩატარდა.
საშემოდგომო ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ კლასის დამრიგებლები: მედეა ქაფიანიძე, მაია ჩილაშვილი და თამარ ჩომახიძე.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.
მათ ასევე წელიწადის ამ ულამაზესი დროის შესახებ იუსაუბრეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.
ეს დღე ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი გამოვიდა.