ბათუმის N26 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში, მოსწავლეთა მოტივაციისა და განწყობის ამაღლების მიზნით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები იმართება.
ამჯერად, სკოლის მე-4 გ კლასში, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურული კომპოზიცია „მამული, ენა, სარწმუნოება“ ჩატარდა.
ღონისძიებას მასწავლებელი დალი ვარშანიძე და კლასის დამრიგებელი დალი კვასხვაძე ხელმძღვანელობდნენ.
ბავშვებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს, რომლებიც ერთმანეთს გაუზიარეს.
ეს დღე საინტერესო, ინფორმაციული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.
იხილეთ ვიდეოები: