ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული ცხოვრება წახალისებულია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და სხვადასხვა ჩემპიონატებში წარმატებით მონაწილეობენ.
ახლახან, მოსწავლეებმა ხელვაჩაურის სასპორტო სკოლის მიერ გამართულ მინი ფეხბურთის ტურნირში იასპარეზეს. სპორტული ღონისძიება აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მფრინავის - ზებურ ბოლქვაძის ხსოვნას მიეძღვნა.
ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდმა - „ბორჯღალომ“ ტურნირში გამარჯვება მოიპოვა და დასაჩუქრდა თასით. მოსწავლეებს საპატიო სიგელები გადაეცათ, გამორჩეული თავდამსხმელს კი - საფეხბურთო ფორმა.
იხილეთ ფოტოები: