ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან სასკოლო ცხოვრებას სთავაზობენ და გარდა ხარისხიანი საგნობრივი განათლებისა მათ არაერთ კულტურულ აქტივობას სთავაზობენ.
ახლახან, ტყიბულის N6 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ბესიკ აბრამიძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ქალაქ ქუთაისში კინოთეატრ „სინემა საქართველოში“, სადაც 3D ფორმატში ნახეს ფილმი - „ვენომი: ბოლო ცეკვა“.
ფილმმა მოსწავლეების დიდი მოწონება დაიმსახურა და ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ შინ.
იხილეთ ფოტოები: