ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ილია ჭავჭავაძის ღირებულებებზე ზრდიან.
„განათლება ჰგავს მზესა, რომელიც ისე არ ანათებს, რომ იმავე დროს არ ათბოს და ისე არ ათბობს, რომ არ ანათოს“, - ამ სიტყვების ავტორის „საქართველოს უგვირგვინო მეფის“ ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე ქვემო ახალშენის საჯარო სკოლაში განსაკუთრებული სულისკვეთებით აღინიშნა.
ამ გამორჩეულ თარიღთან დაკავშირებით, მე-9 კლასის მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს ილიას ცხოვრება, მისი წვლილი ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაში, რათა არ დაგვავიწყდეს საიდან მოვდივართ და რა პასუხისმგებლობა გვაკისრია თითოეულ ჩვენგანს.
ღონისძიებას პედაგოგი ირმა ქუთიძე ხელმძღვანელობდა.
„თუ სათავე მღვრიეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა“, - ამ სულისკვეთებით, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები დაწყებითმა კლასებმაც ჩაატარეს.
მათ შორის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, დიდი რუდუნებით აღნიშნეს მე-2ა კლასის მოსწავლეებმა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: