ბათუმის N30 საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო სასწავლო ვიზიტი საქალაქო სასამართლოში 
21-11-2024

ბათუმის N30 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლებისა და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ზეინაბ ქოქოლაძის ინიციატივით ბათუმის საქალაქო სასამართლოში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, იყო, მოსწავლეებს დაენახათ, როგორ შეიძლება სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.

ბავშვებმა საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

ეს დღე საინტერესო, დასამახსოვრებელი და ინფორმაციული აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

„მადლობა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციას ამ შესაძლებლობისთვის“, - აღნიშნავენ სკოლაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203