იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითი ღონისძიებებითაა გაჯერებული, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესითა და შემართებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში ჩატარდა საზეიმო ღონისძიება, რომელის მიეძღვნა დიდი ქართველი ერისკაცისა და სულიერი მოძღვრის - ილია ჭავჭავაძის 187-ე დაბადების დღეს.
მოსწავლეებმა „გააცოცხლეს“ დიდი ილიას შემოქმედება, წაიკითხეს ლექსები, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, ქვეყნის წინაშე მის ღვაწლსა და დამსახურებაზე.
სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის მონაწილე მოსწავლეებსა და მათ ხელმძღვანელს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თეონა ხიმშიაშვილს.
იხილეთ ფოტოები: