განძის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა ზეიმით დაიწყეს 
21-11-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განწყობისა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის საგაკვეთილო პროცესი, რომელსაც პედაგოგები მოსწავლეებს სთავაზობენ.

ამჯერად, ასეთი საინტერესო და დასამახსოვრებელი სკოლის 1-ელ კლასში ჩატარებული გაკვეთილი იყო. პედაგოგმა - ჰეღინე ჰახვერდიანმა პირველკლასელებს ანბანის სწავლა დღესასწაულად უქცია. 

მან ბავშვებთან საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული გაკვეთილი ჩაატარა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ.

„ანბანის შებრძანებამ“ ჩვენს პირველ კლასში ძალიან საინტერესოდ ჩაიარა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ეს დღე დასამახსოვრებელი და ემოციური აღმოჩნდა მოსწავლეთათვის.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203