საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლაში ინტელექტუალური შეჯიბრი ჩატარდა
22-11-2024

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები არა მხოლოდ მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, არამედ მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარება-წარმოჩენაზე ზრუნავენ. 

ახლახან, სკოლაში პედაგოგ გუგა ბენდელიანის ინიციატივით, ჩატარდა ინტელექტუალური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეები. აქტივობის მიზანი იყო მოსწავლეების ცოდნის გაღრმავება, ლოგიკური აზროვნების განვითარება და გუნდური მუშაობის უნარების გაძლიერება.

შეჯიბრი მოიცავდა კითხვებს სხვადასხვა დისციპლინიდან: მათემატიკიდან, ქართული ენა/ლიტერატურიდან და ბუნებისმეტყველებიდან.

მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართული, გამოავლინეს სწრაფი აზროვნება, კომუნიკაციის უნარები და შემოქმედებითი მიდგომა.

შეჯიბრში გამარჯვება მოიპოვა გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ:

  • ნიკოლოზ ხარჩილავა;
  • დემეტრე გილაური;
  • ნიკოლოზ კულდუნაშვილი;
  • ელენე მურუსიძე;
  • ირინე ლომიძე.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა სერტიფიკატები. 

ღონისძიება სკოლაში მიიჩნიეს წარმატებულად და მოზარდების განვითარებისთვის მნიშვნელოვნად.

აქტივობა მორგებული იყო სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაზე და მოტივაციის გაზრდაზე, რაც დადებითად აისახა მონაწილეების განწყობასა და ცოდნის გაღრმავებაზე.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203