ფერადი ემოციებისა და ნიჭიერების ზეიმი ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებითი სკოლაში 
21-11-2024

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმულ შოლავერის დაწყებით სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში იმართება.

ამჯერად, ბენარის საჯარო სკოლასთან შერწყმული შოლავერის დაწყებითი სკოლაში, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების- მაია ჩილაშვილის, მედეა ქაფიანიძის, თამარ ჩომახიძის, ნანა ბოჭორიშვილისა და ელზა კაკოშვილის ხელმძღვანელობით, შემოდგომის დღესასწაული გამართეს.

„ღონისძიება იქცა ფერადი ემოციებისა და ნიჭიერების ზეიმად, რომელიც დაუვიწყარი იყო როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისა და მშობლებისთვის. ეს დღე სავსე იყო შემოდგომის სილამაზით, სითბოთი და შემოქმედებითი ნიჭის წარმოჩენით, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი ინიციატივები სწავლებისა და ურთიერთობის პროცესს ახალ საფეხურზე აყენებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

როგორც გვიყვებიან, მოსწავლეებმა ღონისძიებაში მთელი სული და გული ჩადეს. ბავშვებმა იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

„ლექსებით, სიმღერებითა და თეატრალური წარმოდგენებით მათ მოახერხეს შემოდგომის ფერადი სამყაროს გაცოცხლება. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო თეატრალური სკეჩები: „სკოლის ექიმი“, „ქართული სუფრა“, „კაცია ადამიანი?!“ და „ვაშლი და შაქარა“, - გვიყვებიან სკოლაში.

ბავშვებმა პედაგოგების დახმარებით განსაკუთრებული სიხარულით ამოავლეს ჩურჩხელები, რაც ღონისძიებას დამატებით ხალისსა და კულტურულ ელფერს სძენდა.

ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა ნინო ფორჩხიძემ, მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და მთელ სასკოლო საზოგადოებას საინტერესო და სახალისო ღონისძიებისთვის, ასევე თანამშრომლობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203