ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
X კლასის მოსწავლეს - თამარ ქარჩხაძეს საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის კუთვნილი პორტაბელური კომპიუტერი გადაეცა.
სკოლაში მისით ამაყობენ და კიდევ ბევრ წარმატებას უსურვებენ.
„დაუღალავი შრომით მოპოვებულ ჯილდოს ვულოცავთ ჩვენი სკოლის X კლასის მოსწავლე თამარ ქარჩხაძეს და გვჯერა, მისი სამომავლო წარმატებების“, - აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო: