საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ, მხატვრული ლიტერატურის კითხვას ახალისებენ და მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ.
ახლახან, სკოლაში პირველკლასელებისთვის, ცოდნის გაღრმავების მიზნით, გაიმართა შვედი მწერლის ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიისა და ყველასათვის საყვარელი პერსონაჟის, პეპი გრძელიწინდას წარდგენა.
აქტივობის ინიციატორები იყვნენ კლასის დამრიგებლები - ნინი კანტიძე და მარიამ ჭიტაძე.
გოგონები პეპის მსგავსი სამოსითა და აქსესუარებით იყვნენ მოკაზმულები. ბიჭებმა კი პროპელერი მოირგეს. უყურეს ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიულ ფილმს. პეპის სიმღერა კი გოგონებმა შეასრულეს. შემდეგ კი ბავშვები კექსითა და ორცხობილებით მოკაზმულ სუფრას მიუსხდნენ და ჩაისთან ერთად დააგემოვნეს, თან მულტიპლიკაციური ფილმის მცირე ნაწყვეტს ადევნებდნენ თვალს. პეპიტოსავით მორწყეს ყვავილები და სასიამოვნოდ გაატარეს დრო.
ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიული ვიდეოს ყურებით ბავშვები გაეცნენ მწერლის ისტორიასა და შემოქმედებას.
მსგავსი აქტივობები ეფექტურია მოზარდებში, რაც აძლიერებს წიგნის კითხვის ინტერესსა და მოტივაციას.
მოსწავლეებმა გაიუმჯობესეს ასტრიდ ლინდგრენის ბიოგრაფიის ცოდნა და უკეთ გაიცნეს პეპის პერსონაჟი.
აქტივობაში ნათლად გამოიკვეთა გართობა და შემოქმედებითობა: მუსიკალურ აქტივობასა და ყვავილების მოეწყვას ბავშვები დიდი სიამოვნებითა და ხალისით შეუერთდნენ.
იხილეთ ფოტოები: