ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს სწორ ღირებულებებს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. ისინი მათ ასწავლიან, რომ შემწყნარებლები უნდა იყვნენ და ერთმანეთი უყვარდეთ.
სწორედ ამიტომ, სკოლაში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
მოსწავლეები გაეცნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღის ისტორიას, ისაუბრეს და გაუზიარეს ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები ტოლერანტობის ცნებასთან დაკავშირებით.
მათ, ასევე, კლასში წარადგინეს შესაბამისი პრეზენტაცია და გამოფინეს თემატური ნამუშევრები.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.
იხილეთ ფოტოები: