არაფლოს საჯარო სკოლაში მასწავლებლები კარიერულ და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ
15-06-2018
არაფლოს საჯარო სკოლაში 2017-2018 სასწავლო წლის განმავლობაში ღია გაკვეთილები რამდენიმე მასწავლებელმა ჩაატარა. 

მათ შორის, სამი მათგანი, ნანული მახარაძე, მარინა ყაბანაშვილი და ელნარა ფარაჯოვა,  ელოდება სტატუსის ცვლილებას პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით.  

აღსანიშნავია ბუნებისმეტყველების პედაგოგის ელნარა ფარაჯოვას მიერ განხორციელებული აქტივობები ამ მიმართულებით. 

მას შემდეგ, რაც ელნარა ფარაჯოვამ სახელმწიფო ენის კურსის ორი  საფეხური წარმატებით დაძლია  მასწავლებლის სახლის „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის ფარგლებში, საშუალება მიეცა მოესმინა პროფესიული უნარების ტრენინგები ქართულ ენაზე, რის შემდეგაც იგი ატარებს ბილინგვურ გაკვეთილებს (აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე) თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.  

მასწავლებელი კვლავ აგრძელებს  პროფესიულ განვითარებას. 

ამჯერად იგი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის დახმარებით ემზადება პროფესიული უნარების გამოცდისთვის და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, იგი მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს.

არაფლოს საჯარო სკოლა მასწავლებელს წარმატებებს უსურვებს. 

იხილეთ ფოტო   
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203